
ბევრ თქვენგანს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ იაროს კოსმეტოლოგთან და გადაიხადოს სახის წმენდვის პროცედურებში საკმაოდ სოლიდური თანხები. ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ მამა-პაპურ მეთოდებს, რომლებიც იაფი დაგიჯდებათ და გაცილებით უკეთეს შედეგს მოგიტანთ.
მის სხვა მრავალ სარგებელთან ერთად, ასევე აღმოაჩინეს, რომ საცხობი სოდა ყველაზე საუკეთესო საშუალებაა თქვენი კანისთვის, რომელსაც ერთდროულად დამცავი, სამკურნალო და აღმდგენი ფუნქცია გააჩნია, რადგან ეს თეთრი ფხვნილი ეხმარება სხეულს ებრძოლოს ფაქტერიებს, გაასუფთავოს კანი, ასევე აქვს აკნეს ეფექტი და ეხმარება კანს გახდეს უფრო გლუვი და რბილი. ამიტომ, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ თუ მოვინდომებთ სოდით ნიღბის გაკეთებას, არ ვინანებთ, რადგან ის ჩვენს იმედებს, ნამდვილად არ გააცრუებს.
როგორ დავამზადოთ სახის ნიღაბი საკვები სოდისგან
საკვები სოდისგან სახის ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი გრილი წყალი და 1, 5 სუფრის კოვზი სოდა. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს და დაიტანეთ ქუთუთოებსა და სურვილის მიხედვით სახის მთელს კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ კანის დამატენიანებლის გამოყენება, ოღონდ ისეთის, რომელიც არ შეიცავს ზეთს.
რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სოდის ნიღაბს სახის კანისთვის?
* საცხობი სოდა ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს კანის გაწმენდას და საგრძნობლად ამცირებს კანის ანთებით პროცესებს. ის კანის აღმდგენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
* საცხობი სოდა არამარტო ეხმარება კანს ანთებითი პროცესების ჩაქრობაში, არამედ ატენიანებს და არბილებს მას.
* გარდა ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტისა, სოდა კარგად ასუფთავებს კანის ფორებს და შთანთქავს კანზე არსებულ ცხიმებს, რის შედეგადაც კანი უკეთ სუნთქავს და დაბინძურებისგან დაცული ხდება.
წყარო: ინტერმედია