
ექსტრემალური სპორტის მოყვარული, 2 შვილის დედა 45 წლის ელიზავეტა გუშჩინა შაბათს ბანჯი-ჯამფინგის ხტომაში მონაწილეობდა, იმავე დღეს ის დაუმთავრებელი თბოსადგურის 289 ფუტის სიმაღლის მილზე უსაფრთხოების ქამრის გარეშე ავიდა იმ მიზნით რომ, შვილთან – 22 წლის ნიკიტასთან ერთად, სელფები გადაეღო, თუმცა ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რუსეთში მოხდა.
ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, ჩანს, როგორ წარმატებით ხტება გუშჩინა ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით იმავე მილიდან.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქალს ერთი დღით ადრე 45 წელი შეუსრულდა – საბედისწერო ხტომა კი შვილთან ერთად მოგზაურობისას, მისი დაბადების დღის საჩუქარი იყო.