"34 წლის ქალი სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, დაიღუპა ახალშობილიც" - ტრაგედია საბერძნეთში მოხდა: მედიის ცნობით, დაღუპული ქალის ქმარი ქართველია - bbcnews.ge
სამართალი

“34 წლის ქალი სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, დაიღუპა ახალშობილიც” – ტრაგედია საბერძნეთში მოხდა: მედიის ცნობით, დაღუპული ქალის ქმარი ქართველია

ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში – ათენში, 34 წლის ქალი სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. დაიღუპა ახალშობილიც. ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.

უბედური შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბერძენი ქალის არასრულწლოვანი შვილებიც – 3 და 5 წლის ბავშვები.

პირველადი ინფორმაციით, ქალი 8 თვის ორსული იყო. ის სავარაუდოდ, ბავშვის გაჩენის შემდეგ სისხლდენის შედეგად დაიღუპა.

პოლიციელების თქმით, ბინაში იპოვეს მაკრატელი, რომელიც, ქალმა სავარაუდოდ, ჭიპლარის გადასაჭრელად გამოიყენა. ბერძნული მედიაში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ბავშვის მამა, რომელიც ქართველია, სახლში არ იმყოფებოდა.

“სახლში არ ვიყავი, სამსახურიდან დავბრუნდი და ბავშვები მოვიდნენ ჩემთან. მკვდარი დამხვდა. მაკრატელი არ დამინახავს” – ამბობს კაცი.

ქალის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

Back to top button