
გვანცა დარასელია პირველ სექტემბერს იუბილარი იყო. ამ დღის აღსანიშნავად მან პატარა წვეულება მოაწყო და მეგობრებთან ერთად საღამო სასიამოვნოდ გაატარა. გვანცამ სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო და მათ წინაშე სრულიად განსხვავებული, ახალი იმიჯით გამოცხადდა – მშვენიერმა ტელეწამყვანმა ვარცხნილობა შეიცვალა. კადრები კი მეგობრებს სოციალურ ქსელშიც გაუზიარა.
