„google“ და „YouTube“ რამდენიმე ქვეყანაში გაითიშა, მათ შორის, საქართველოში - bbcnews.ge

„google“ და „YouTube“ რამდენიმე ქვეყანაში გაითიშა, მათ შორის, საქართველოში

04.09.2025

Google, Youtube, Gmail და კომპანიის სხვა სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას, ასევე Youtube-ისა და Google-ის გამოყენებას.

დაზიანებების შესახებ შეტყობინებები სწრაფად გავრცელდა downdetector.com-ზე და სოციალურ ქსელებში.

გავრცელებული ინფორმაციით, სერვისებზე წვდომას ვერ ახერხებენ თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.

შეფერხებები არ შეხებია ყველა Google სერვისს, თუმცა დაზარალებული აპლიკაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბევრი მომხმარებლისთვის.

რეკლამა
რეკლამის ადგილი