2 შვილის დედა სელფის გადაღებისას დაიღუპა - bbcnews.ge

2 შვილის დედა სელფის გადაღებისას დაიღუპა

04.09.2025

ორი შვილის დედა სელფის გადაღებისას 91-მეტრიანი კოშკიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მოხდა.

45 წლის ელიზავეტა, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაში მონაწილეობდა, სადაც, 91-მეტრიან კოშკზე სელფის გადაღებისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ტრაგედია მისმა 22 წლის შვილმა, ნიკიტამ, თვალწინ იხილა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

რეკლამა
რეკლამის ადგილი