
ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი იტალიაში ტრაგიკულად დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა.
40 წლის ქალს ბარში მანქანა დაეჯახა.
ემიგრანტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაღუპულია თიკო ოთარაშვილი.
„ნუთუ არ შეგრცხვა სიკვდილო… ის ხომ ჯერ ახალგაზრდა იყო, წინ იმედები და სავსე ცხოვრების გეგმა ჰქონდა… რად აატირე ემიგრანტი დედა… ამ უცხო მიწაზე. ვუსამძიმრებ ოჯახს და ემიგრანტებს, ამ დიდ ტრაგედიას. ძალიან სამწუხაროა. ვტირი და ისე ვწერ ამ პოსტს. ნუთუ ვერ გაძეხი სიკვდილო, ამდენი ახალგაზრდით…“, – წერენ სოციალურ ქსელში.