
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს ორსანტიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის ქტიტორის, ბ-ნ ვლადიმერ (ვალოდია) მაშიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა ახალგარდაცვალებულსა მონასა შენსა ვლადიმერს. ამინ!“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.