"არის უმძიმეს მდგომარეობაში! ავარიის შემდეგ, არაპროფესიონალ და დაუდევარ ექიმთა გამო, ფილტვზე სიმსივნის აგრესიული ფორმა განუვითარდა" - ახალგაზრდა კაცს, ნოკა ხურციძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - bbcnews.ge
საზოგადოება

“არის უმძიმეს მდგომარეობაში! ავარიის შემდეგ, არაპროფესიონალ და დაუდევარ ექიმთა გამო, ფილტვზე სიმსივნის აგრესიული ფორმა განუვითარდა” – ახალგაზრდა კაცს, ნოკა ხურციძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა კაცს, ნოკა ხურციძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც სოციალურ ქსელში ნოკა ხურციძის ახლობელი სესილი ზარნაძე წერს, მამაკაცს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ფილტვზე სიმსივნის აგრესიული ფორმა განუვითარდა.

“ხალხო, მუხლმოდრეკილი გევედრებით, ნუ გაატარებთ ამ პოსტს.

ეს ახალგაზრდა ბიჭი ოჯახის ერთადერთი იმედი და ნუგეშია. ავარიის შემდეგ, არაპროფესიონალ და დაუდევარ ექიმთა გამო ფილტვზე განუვითარდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, აქვს მეოთხე სტადია, არის უმძიმეს მდგომარეობაში. საჭიროებს საფრანგეთიდან სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანას და მკურნალობას, ოჯახმა სრულიად ამოწურა ყველა რესურსი…

მუხლმოდრეკილი გევედრებით, არ დატოვოთ ჩემი ალალმართალი და პატიოსანი ბიჭი უნუგეშოდ.

თითოეულ თქვენს შემოწირულ ლარს სასიცოხლოდ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნოკასთვის. ერთად ვიბრძოლოთ ნოკას სიცოცხლის გადასარჩენად

გთხოვთ ყველას გადააზიაროთ პოსტი.

ანგარიშების ნომრები:

(IBAN) მიმღები: მეუღლე- შორენა ყურაშვილი პ/ნ 01011097673

საქართველოს ბანკი:

#GE65BG0000000161726382

კრედო ბანკი:

#GE14CD0360000016359262

თიბისი ბანკი:

#GE48TB7063645064300070″ – ნათქვამია ინფორმაციაში

Back to top button