„ლოგინში გარდაიცვალა, გვიან ღამით...“ - ბელგიაში 24 წლის ქართველი ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა - bbcnews.ge
საზოგადოება

„ლოგინში გარდაიცვალა, გვიან ღამით…“ – ბელგიაში 24 წლის ქართველი ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ალექს სტეფანია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

„ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა ამის დაწერა რომ მიწევს: კვირას, თავშესაფარში, სადაც ვმუშაობ, 24 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა. საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცხედარს, დაახლოებით, 1 კვირაში გადაასვენებენ.

ყველა თანამშრომლის სახელით ვუსამძიმრებთ ალექსის ოჯახს. მშვიდად განისვენე.

ოთახში, ლოგინში გარდაიცვალა გვიან ღამით. რისგან არის გამოწვეული, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი“, – წერს ემზარ კვარაცხელი

Back to top button