
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში 88 წლის ლარგო (ლადო) ვასაძე 15 აგვისტოს დილით სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.
ოჯახის წევრების თქმით, ბატონი ლადო ჯანმრთელობის მხრივ მხოლოდ წნევის პრობლემებით იტანჯებოდა, თუმცა ფიზიკურად ძლიერი და აქტიური იყო. მეხსიერების ან გონებრივი ჯანმრთელობის სირთულეები მას არ აღენიშნებოდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, ის ხშირად გადიოდა მაყვალის საკრეფად, რომელსაც შემდეგ ქალაქში აბარებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონ ლადოს სმენის სერიოზული პრობლემა აქვს და ძალიან ცუდად ესმის, რის გამოც შესაძლოა ვერ უპასუხოს ხმოვან ძახილს.
დაკარგულის ძებნაში პოლიციაა ჩართული. ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ მის პოვნას.
📞 ოჯახის თხოვნაა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს ლადო ვასაძის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ დაუყოვნებლივ პოლიციას ან დარეკონ ნომერზე: 592 03 19 33.