სინოპტიკოსების გაფრთხილება! ამინდი მკვეთრად იცვლება - bbcnews.ge

სინოპტიკოსების გაფრთხილება! ამინდი მკვეთრად იცვლება

02.09.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რეკლამა
რეკლამის ადგილი