"სიკვდილის რეისი": დევნილი ზვიად გამსახურდიას ფრენა ერევნიდან გროზნოში - რას ჰყვება პრეზიდენტის მფრინავზე ცოტნე გამსახურდიას მეუღლე? - bbcnews.ge
Faceამბები

“სიკვდილის რეისი”: დევნილი ზვიად გამსახურდიას ფრენა ერევნიდან გროზნოში – რას ჰყვება პრეზიდენტის მფრინავზე ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ცო­ლის, ანა ჯა­ბა­უ­რი მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მისი მფრი­ნა­ვის, ზაურ ბე­დი­ას ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა

“1992 წლის გამ­ყინ­ვა­რე­ბულ იან­ვარ­ში, დევ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ერევ­ნი­დან გროზ­ნო­ში სა­ი­დუმ­ლო გა­დაფ­რე­ნა, სხვა არა იყო რა, თუ არა წი­ნას­წარ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა. ვინ ვინ და მფრი­ნავ­მა ეს ყვე­ლა­ზე უკეთ იცო­და. მფრი­ნავ­მა, რო­მელ­მაც ჯერ ერევ­ნის აე­რო­პორ­ტის საფ­რენ ბი­ლიკ­ზე რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მის ალ­ყას და­აღ­წია თავი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ფრე­ნი­სას ადევ­ნე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად – სას­წრა­ფოდ და­ეს­ვა თვითმფრი­ნა­ვი – სა­სიკ­ვდი­ლო მა­ნევ­რე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რათა მის­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მტრის ხელ­ში არ ჩა­ეგ­დო.არა­ვის სჯე­რო­და ფრე­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­სას­რუ­ლი­სა. არ სჯე­რო­და თა­ვად მფრი­ნავ­საც. თუმ­ცა, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მტკი­ცე იყო – თავი უნდა გა­ე­წი­რა; პრე­ზი­დენ­ტი­სა და სამ­შობ­ლოს ღირ­სე­ბის დაც­ვა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე­ზე მეტი იყო.უდი­დეს­მა სიყ­ვა­რულ­მა, თავ­გან­წირ­ვამ, მონ­დო­მე­ბამ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა თა­ვი­სი ქნა – სიკ­ვდი­ლის რე­ი­სი, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ზა­უ­რი მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ რე­ისს უწო­დებს, მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და. ყვე­ლას­გან გან­წი­რუ­ლი და დევ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ერ­თდრო­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს, მტრის ხელ­ში ჩა­ვარ­დნა­სა და დამ­ცი­რე­ბას…გროზ­ნო­ში დაშ­ვე­ბის­თა­ნა­ვე, თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი, უკვე სიკ­ვდილს შე­გუ­ე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნი დაც­ვის წევ­რე­ბი მი­წა­ზე და­ემხნენ და უფ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვა აღავ­ლი­ნეს…

ბა­ტო­ნი ზა­უ­რის­თვის რე­ი­სი აქ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან მალე იგი და­ა­პა­ტიმ­რეს, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რო­მელ­საც ბე­დის­წე­რის შემ­თხვე­ვი­თო­ბით, იმ დღეს მისი კო­ლე­გა მარ­თავ­და. ბო­ლოს კი, და­სახ­ვრე­ტად გაყ­ვა­ნი­ლი, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა გე­ნე­რალ გენო ადა­მი­ას დახ­მა­რე­ბით…

არც აქ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ეს ამ­ბა­ვი.

ორი­ო­დე წლის შემ­დეგ, კი­დევ ერთ სიკ­ვდი­ლის გზის გა­სა­ყარ­თან გა­და­იკ­ვე­თა მათი გზე­ბი. ჭუ­ბე­რის და­თოვ­ლი­ლი უღელ­ტე­ხი­ლით გოლ­გო­თის გზა გა­მო­ი­ა­რა დევ­ნილ­მა მფრი­ნავ­მა. გა­ძარ­ცულ, შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვი­სა და დაღ­ლი­ლო­ბის­გან ქან­ცგაც­ლილ და ფე­ხებ­და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ მფრი­ნავს, მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის­გან დარ­ბე­ულ ზუგ­დიდ­ში, მის მიერ ოდეს­ღაც გა­დარ­ჩე­ნი­ლი და გროზ­ნო­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდე­ბა.

ძა­ლი­ან შე­წუხ­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ გვნა­ხა თა­ვად გა­სა­ჭირ­ში ჩა­ვარ­დნილ­მა პრე­ზი­დენ­ტმაო – ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს მო­ყო­ლი­სას ქალ­ბა­ტო­ნი ცი­უ­რი, გმი­რი მფრი­ნა­ვის ცხოვ­რე­ბის ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი. მიტკლის ფერი და­ე­დო სიმ­წრი­სა­გან, ვე­რა­ფე­რი გვი­თხრაო. ან რა უნდა ეთ­ქვა, ნა­ტე­ხი პური გვე­ნატ­რე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე დღის მში­ე­რებ­სო. არც იმ ოჯახს ჰქონ­და რამე, რო­მელ­მაც ჩუ­მად შეგ­ვი­ფა­რაო…მე­ო­რე დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ერ­თმა კაც­მა უჩუმ­რად ურე­მი მო­ა­გო­რა სახ­ლთან და ფრთხი­ლად დაგ­ვი­ძა­ხაო. ყურ­ში ჩაგ­ვჩურ­ჩუ­ლა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ იშო­ვა თქვენ­თვი­სო და ური­კა­ზე და­ლა­გე­ბულ ორ დიდ ტო­მა­რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნაო. ერთი ფქვი­ლით, მე­ო­რე – შაქ­რით იყო პირ­თამ­დე სავ­სეო…სწო­რედ ეს ორი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ტო­მა­რა იქცა მფრი­ნა­ვი­სა და მისი ოჯა­ხის შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან ხსნის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად იმ ავ­ბე­დით დღე­ებ­ში…

დღეს, 85 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი მფრი­ნა­ვი, ბა­ტო­ნი ზაურ ბე­დია ისევ ჩვენს გვერ­დი­თაა. არც პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­ჭირ­ში ჩა­ვარ­დნილ შვილს ტო­ვებს მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე. ცოტ­ნეს იმ ავ­ბე­დი­თი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ბა­დე­ბულ უმ­ცროს შვი­ლიშ­ვილს კი მისი სა­ხე­ლი და­არ­ქვა, რო­მე­ლიც ასე­ვე სტუმ­რობს ხოლ­მე “დიდ და კარგ ცოტ­ნეს“, რო­გორც თა­ვად უწო­დებს”, – წერს ის.

Back to top button