
ბრიუს უილისი, პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზის გამო, ოჯახისგან მოშორებით, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში გადაიყვანეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ბრიუსს სწორედ ეს მოუნდებოდა ჩვენი ქალიშვილებისთვის“, – აღნიშნა უილისის მეუღლემ, ემა ჰემინგმა.
მისივე თქმით, ახალ საცხოვრებელ სივრცეში ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი – ასევე, ბრიუსს სამედიცინო დახმარებაზე ხელი მუდმივად მიუწვდება.
ცნობისთვის, უილისი მიმდინარე წლის გაზაფხულზე 70 წლის გახდა . ის უკვე სამ წელზე მეტია დემენციის დიაგნოზს ებრძვის.