"მეგონა, აპოკალიფსი დაიწყო! თვალებიდან არ ამომდის, საშინელმა ხმამ და განათებამ გამაღვიძა" - კადრები მუხიანიდან - bbcnews.ge
შემთხვევა

“მეგონა, აპოკალიფსი დაიწყო! თვალებიდან არ ამომდის, საშინელმა ხმამ და განათებამ გამაღვიძა” – კადრები მუხიანიდან

მუხიანში, თხევადი აირის გადამზიდ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

“მეგონა, რომ აპოკალიფსი დაიწყო, lpg ცისტერნა აფეთქდა ნოზაძის ქუჩაზე…

მშვიდობიით გადავრჩით… ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, მეგონა, კორპუს ერთი მხარე ჩამოაცალა…

რა ხდება, ხალხო ზედა მიკროებში? მშვიდობაა? ისეთი ხმა და ნათება იყო, პირველში ლამის მთლიანი ცა განათდა…

ეს რა იყო, თვალებიდან არ ამომდის. კორპუსის სიმაღლეზე იყო ცეცხლი. ნეტავ, მუხიანში მცხოვრები ხალხი როგორაა…

ახლა დილის ხუთი საათისთვის რამე მოხდა გლდანში? მეხუთე მიკროდან საშინელმა ხმამ და განათებამ გამაღვიძა…

ო, ისე გაანათა ძილშიც კი დავინახე. გამეღვიძა უცებ, რატომღაც ვიფიქრე მეტეორი მოფრინავსთქო, ისეთი ხმა ოყო…

დღეს დილის 6ის ნახევრისკენ იყო ძალიან დიდი ”ბრახანი” შემდეგ კი შიშხინი – მთელი კორპუსები განათდა… თურმე გაზის მანქანა აფეთქებულა გლდანიდან მუხიანი” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

Back to top button