21.05.2025
მანქანა მდინარეში ჩავარდა – როგორია მძღოლის მდგომარეობა და რა ხდება ცნობილი მარნეულში მომხდარზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის ტერიტორიაზე, ავტომობილი მდინარე ხრამში ჩავარდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. შემთხვევის დროს მასთან ერთად მანქანაში არავინ იმყოფებოდა.