12.03.2026
ავარია თბილისში – ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
თბილისში, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფოსა და პოლიციის ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.