"თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო..."- თურქეთში მცხოვრები ცოლ-ქმრის ისტორია - bbcnews.ge
ისტორიები

“თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო…”- თურქეთში მცხოვრები ცოლ-ქმრის ისტორია

ზოგ­ჯერ ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი იმ წი­ნაპ­რებს მა­გო­ნე­ბენ, ბე­დის­წე­რა უცხო­ეთ­ში სამ­შობ­ლოს გამო რომ გა­ამ­წე­სებ­და და ისი­ნიც ერ­თგუ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ ამ მი­სი­ას. კი,…ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და არი­ან ასე­თი ქა­ლე­ბი, ძა­ლი­ა­ნაც რომ იღ­ლე­ბი­ან, თა­ვი­ან­თი საქ­მეც რომ უფუჭ­დე­ბათ, მაგ­რამ გული და ხელი მა­ინც მუ­დამ სამ­შობ­ლოს­კენ აქვთ. მათ შო­რის არის მაია მჭედ­ლი­ძე-უზა­ლი, ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მთარ­გმნე­ლი თურ­ქეთ­ში, ბედ­მა მე­უღ­ლედ სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი კაცი რომ არ­გუ­ნა – თურ­ქეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ფეჰ­მი უს­ტი­აშ­ვი­ლი. ვიცი, აუ­ცი­ლებ­ლად შეგძრავთ, რო­დე­საც ამ კა­ცის ნათ­ქვამს მო­ის­მენთ, – თურ­ქე­თის ერთ მთი­ან სო­ფელ­ში კარ­გა ხანს ისე ვიზ­რდე­ბო­დი, არც ვი­ცო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ არ ვცხოვ­რობ­დიო. ამ ფრა­ზი­თაც შე­იძ­ლე­ბა წა­მო­იდ­გი­ნო, რა ფიქ­რით ცხოვ­რობ­დნენ თურ­ქეთს შე­ფა­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ბი­ჭის წი­ნაპ­რე­ბი.

– ქალ­ბა­ტო­ნო მაია, თქვე­ნი მე­უღ­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბას რომ გა­და­ხე­დავ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს­თვის მთე­ლი გუ­ლით იღ­ვწის. თქვენ­თა­ნაც ბედ­მა, ალ­ბათ, ამი­ტომ შე­ახ­ვედ­რა.

– ალ­ბათ, მარ­თლაც ბედი იყო. თურ­ქეთ­ში ხან­მოკ­ლე საქ­მი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბით ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორ შე­მეძ­ლო ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მო არ მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. იქ გა­ვი­ცა­ნი ფეჰ­მი. მას ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჰყავ­და უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლო რომ ნახა, აღარც მოს­ცი­ლე­ბია. მას შემ­დეგ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად მისი ვი­ზი­ტე­ბის მი­ზეზს ვერ ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა მერე მი­ზე­ზი რომ გა­ვი­გე, უცხო­ეთს ბედს მა­ინც არ ვუ­კავ­ში­რებ­დი. ამი­ტომ ძა­ლი­ან ვი­ყოყ­მა­ნე. ამა­სო­ბა­ში, ისე­თი ქარ­თვე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ჩვენ გვერ­დით, რომ სი­ტუ­ა­ცი­ამ და­მა­ფიქ­რა და ასე მოვ­ხვდი სტამ­ბოლ­ში.

– წა­მი­კი­თხავს თქვე­ნი მე­უღ­ლის ნათ­ქვა­მი, რო­მელ­მაც შემძრა: თურ­ქეთ­ში ისე ვიზ­რდე­ბო­დი, კარ­გა ხანს ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ­დიო.

– მისი დიდი ბა­ბუა და მისი ძმე­ბი ჩაქ­ვი­დან თურ­ქეთ­ში XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­და­ვიდ­ნენ. მი­ზე­ზი, რო­გორც მუ­ჰა­ჯი­რო­ბის სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის უმ­ძი­მე­სი ზე­წო­ლა იყო. ამ დიდ­მა ტრა­გე­დი­ამ მა­ში­ნაც აუ­რია ქარ­თვე­ლებს გზა-კვა­ლი. ჩემი ქმრის დიდი ბა­ბუა, გვა­რად უს­ტი­აშ­ვი­ლი, თურ­ქეთ­ში სხვა მუ­ჰა­ჯირ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად გად­მო­ვი­და. თუმ­ცა უს­ტი­აშ­ვი­ლე­ბის ნა­წი­ლი ჩაქვშიც დარ­ჩა. ამ ამ­ბის კი­დევ ერთი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი ჩემი მე­უღ­ლის ჩაქ­ვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის პოვ­ნაა. რო­მე­ლი­ღაც სახ­ლის კარ­ზე უს­ტი­აშ­ვი­ლის გვა­რი ამო­ი­კი­თხა და და­ე­ლო­და, სა­ნამ ვი­ღაც გა­მო­ვი­დო­და. რო­დე­საც მას­პინ­ძელ­მა კარი გა­ა­ღო და ჩემს მე­უღ­ლეს მო­უს­მი­ნა, უთხრა, შე კაცო, აქ რას ვდგა­ვართ, ჩვენს სო­ფელ­ში წა­ვი­დეთ და უს­ტი­აშ­ვი­ლებს იქ გა­გაც­ნო­ბო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

Back to top button