აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც. როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში ხალხს, შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება […]