"დაიღუპა რამდენიმე ადამიანი... მოვარდნილმა წყალმა ავტომობილები წაიღო, რომელთაგან ერთ-ერთში მამა-შვილი იმყოფებოდა"  - bbcnews.ge
მსოფლიო

“დაიღუპა რამდენიმე ადამიანი… მოვარდნილმა წყალმა ავტომობილები წაიღო, რომელთაგან ერთ-ერთში მამა-შვილი იმყოფებოდა” 

სტიქია იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში – ძლიერი შტორმის შედეგად არის მსხვერპლიც. სტიქია ძირითადად ალპების რეგიონში მძვინვარებს, სადაც უხვმა ნალექმა და ქარბუქმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

უცხოური მედიის ცნობით, იტალიის ჩრდილოეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა ავტომობილები წაიღო, რომელთაგან ერთ-ერთში მამა-შვილი იმყოფებოდა, დატბორილ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 92 წლის მამაკაციც. ამ წუთებში 6 400-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება შვეიცარიის კურორტებსაც და შეფერხებებია სატელეფონო ქსელებზეც. რაც შეეხება საფრანგეთს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Back to top button