"ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, თუმ­ცა რომ არ და­მე­წე­რა არ შე­მეძ­ლო..." - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის დედა, მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის დე­დას მი­მარ­თავს - bbcnews.ge
საზოგადოება

“ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, თუმ­ცა რომ არ და­მე­წე­რა არ შე­მეძ­ლო…” – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის დედა, მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის დე­დას მი­მარ­თავს

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის დე­დას, ეკა კუ­პა­ტა­ძეს მი­მარ­თავს. სოფო ჩი­ქო­ვა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მისი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მო­უ­წო­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რას სწო­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­როს.

“ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ჩემი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა რომ არ და­მე­წე­რა არ შე­მეძ­ლო, არ შე­მიძ­ლია ძა­ძე­ბით შე­მო­სილ დე­დას, რო­მე­ლიც ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო შვილს დღეს მკვლელს უწო­დებს არ მი­ვუ­სამ­ძიმ­რო, მის თავს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია და პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი მწუ­ხა­რე­ბა კი­დევ ერთხელ არ გა­მოვ­ხა­ტა­ვო შვილმკვდა­რი დე­დის მი­მართ! ვი­ზი­ა­რებ მისი, რო­გორც დე­დის უსა­ზღვრო ტკი­ვილს, სა­ში­ნე­ლე­ბაა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს არ­ცერ­თი შვი­ლი და­სა­კარ­გი!!!!!

თუმ­ცა ხალ­ხო, ყვე­ლამ მინ­და იცო­დეთ, რომ ჩემი შვი­ლიც, ჩვენ­მა ოჯახ­მა ხატ­ზე და­ა­ფი­ცა, რომ დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოა მომ­ხდარ ამ­ბავ­ში! სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რავ ასე არ გა­მო­გი­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვის ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოს გა­წირ­ვა!!!! არ გა­ვა­ჩერ­დე­ბი და ვერ გა­მა­ჩე­რებთ!!!!!!! გაფრ­თხი­ლებთ ჩა­ა­ტა­რეთ სწო­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ად­გი­ნეთ სი­მარ­თლე, ნუ გა­და­მად­გმე­ვი­ნებთ უკი­დუ­რეს ნა­ბი­ჯებს!!!!!

მე სამი შვი­ლის დედა უფ­ლის წი­ნა­შე ვე­უბ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე გამ­წა­რე­ბულ დე­დას, რომ­ლის ტკი­ვი­ლიც აუ­წო­ნა­ვია, თუ ჩემს შვილს იო­ტი­სო­დე­ნა წვლი­ლი მი­უ­ძღვის გიგა ავა­ლი­ა­ნის სიკ­ვდილ­ში, გიგა ავა­ლი­ა­ნის ხვედ­რი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნოს არა მხო­ლოდ დე­მეტ­რეს არა­მედ ჩემს სა­მი­ვე შვილს და ჩა­მეც­ვას ძა­ძე­ბი! ხოლო ვინც ჩემს გულ­ში იხე­დე­ბით ახლა და სი­მარ­თლეს ხე­დავთ, გა­ზი­ა­რეთ, ვე­რა­ვინ ვერ გა­მა­ჩე­რებს!!!!” – წერს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯამ­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს.

მათ­გან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, ხოლო გი­ორ­გი რი­კა­ძეს და კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი.

Back to top button