}
თურქეთში 77 წლის მამაკაცი და 90 წლის ქალი 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ » BBCNEWS.GE
მსოფლიო
18:23, 24 October 2022
4 390
0

თურქეთში 77 წლის მამაკაცი და 90 წლის ქალი 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ

სიყვარულმა რომ დრო და ასაკი არ იცის, ეს ნათლად დაამტკიცეს ხანდაზმულმა თურქმა ქალმა და მამაკაცმა, რომელთა 7-წლიანი ურთიერთობა ახლახანს ქორწინებით დაგვირგვინდა.


ჰაბიბე ოზდემირმა და მუჰარემ ერდოღანმა ერთმანეთი 2015 წელს, სტამბულის საავადმყოფოში გაიცნეს. მათ მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი და შეხვედრაც დაიწყეს. საბოლოოდ კი ქორწინება ქალის ინიციატივით შედგა, რომელმაც 77 წლის კავალერს სთხოვა, ცოლად მომიყვანეო. მამაკაცმაც, რომელიც 4 შვილის მამა და დიდი ხნის ქვრივია, არც აცია და არც აცხელა, მაშინვე თანხმობა განუცხადა გულის რჩეულს.

თურქეთში 77 წლის მამაკაცი და 90 წლის ქალი 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ

წყვილის დაახლოებაში დიდი როლი ითამაშა ჯანმრთელობის პრობლემებმა, რის გამოც ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. საბედნიეროდ ყველაფერი კეთილად დასრულდა - ორივე მათგანი გამოჯანმრთელდა, თუმცა მტრის ჯინაზე მათი ურთიერთობა საავადმყოფოს კედლებით არ დამთავრებულა.

გაინტერესებთ, ვინ იყვნენ მოწმეები ხანდაზმული წყვილის ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე? რა თქმა უნდა სტამბულის იმ კლინიკის მედპერსონალი, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.

თურქი წყვილის სიყვარულის ამბავი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა წყვილი, რომელიც წლებს არ შეუშინდა, სავარაუდოდ არც უეცრად თავს დამტყდარ პოპულარობას შეუდრკება და ერთმანეთს არ მიატოვებს.






წყარო :

რუბრიკის სხვა მასალები:
შემზარავი ავარია  – დაშავებული 7 წლის ბავშვი
შემზარავი ავარია – დაშავებული 7 წლის ბავშვი
...
შემთხევა
90
0