მხეცი ყოფილა, გაიმეტა ბავშვი, რომელმაც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო...მკვლელი სასტიკად უნდა დაისაჯოს - ზუგდიში მოკლული 15 წლის ბიჭის ბებია
საზარელი ტრაგედია ზუგდიდში - 15 წლის საბა მამფორია არასრულწლოვანმა მოკლა. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. როგორც არასრულწლოოვნის ბებია ჟურნალისტებთან ამბობს, მოზარდი სავარაუდოდ, სხვის კონფლიქტში ჩაერთო.
ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ასეთმა ჯალათმა, არ უნდა იცხოვროს. მხეცი ყოფილა: გაიმეტა, ბავშვი, რომელმაც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო. თუ ფეხბურთის სათამაშოდ მოვიდა, ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა?
როგორც ვიცით, სტადიონზე ვიღაცები ეკამათებოდნენ ერთმანეთს, და საბა შეესწრო",- აღნიშნავს მოკლული ბიჭის ნათესავი.
სასტიკი მკვლელობა ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა, 15 წლის საბა მამფორიას დანა გულ-მკერდის არეში ჩაარტყა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.
მკლვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
tvpirveli.ge




