ის სტალინის ერთადერთი ქალიშვილის უმცროსი შვილია ”ხალხის ბელადს” სულ 9 ღვიძლი შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა ყველაზე უმცროსმა ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო. 44 წლის კრის ევანსი სკანდალურად ცნობილი სვეტლანა ალილუევას, სტალინის ერთადერთი ქალიშვილის უმცროსი შვილია. სვეტლანა თავის დროზე ამერიკაში გაიქცა – ორი უფროსი შვილი მიატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი. კრისი (იგივე ოლგა პიტერსი) მისი მეხუთე ქორწინების დროს გაჩენილი ქალიშვილია – ამერიკელ არქიტექტორ უილიამ პიტერსთან.

”ამერიკელი ქალი როკერული გარეგნობით და კუთხოვანი სლავური სახით”, – ასე აღწერა კრისი ”პარი მატჩის” ჟურნალისტმა, რომელმაც მოახერხა კრისთან ინტერვიუს ჩაწერა. ეს მოხდა დედამისის გარდაცვალებიდან ერთ თვეში – ამ ერთადერთხელ დათანხმდა სტალინის შვილიშვილი პრესასთან ურთიერთობაზე.

კრისი დედასთან ერთად
კრისი მოკრძალებულად ცხოვრობს პორტლენდში, ორეგონის შტატში და პატარა მაღაზია აქვს. რუსულად არ ლაპარაკობს. ამტკიცებს, რომ გარდატეხის ასაკამდე არაფერი იცოდა ”სტალინურ რეჟიმზე” და არც პაპის ქმედებებზე, ვერც იმას ხვდებოდა, რატომ დასდევდნენ მას და დედას პაპარაცები.

ბოლო დროს კრისი სულ უფრო მეტად ჩაეფლო როკერობაში, პირსინგებსაც უმატა, გამაოგნებელი მაკიაჟით და ჩაცმულობით დადის და გასაკვირი არაა, რომ მისი ფოტოები ინტერნეტში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.
სხვათა შორის, 1980-იან წლებში დედასთან ერთად საბჭოთა კავშირშიც იცხოვრა, თუმცა შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა. სოციალურ ქსელში უფრო აქტიურობს, ვიდრე ჟურნალისტებთან და ხშირად ამბობს, რომ ვერ იტანს თავის წინაპრებს – ვერც სტალინს და ვერც მის ცოლს, რომლებმაც დედამის სვეტლანას ცხოვრება დაუმსხვრიეს.
“ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ხვდებოდა დედა, რომ სტალინი ურჩხულია. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა იცი, რომ შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი მასობრივად ანადგურებს ხალხს?! – ამბობს კრისი, – როგორ უნდა იცხოვრო ამ აზრთან ერთად? როგორ უნდა ატარო ეს ტვირთი? და მან დედას ცხოვრება დაუნგრია…”

სტალინი შვილებთან ერთად
ყველასთვის ცნობილია, რომ 16 წლის სვეტლანა ალილუევას 38 წლის დრამატურგი ალექსეი კაპლერი შეუყვარდა. ბელადმა გაიგო და ქალიშვილს სილა გააწნა: “მეძავო! შენი კაპლერი კი ინგლისელი ჯაშუშია!” ალექსეი ვორკუტის ბანაკში გაამწესეს ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით – ინტაში, კომიში.

სვეტლანა და კაპლერი
მოგვიანებით სვეტლანამ ისევ “მცდარი არჩევანი” გააკეთა და 18 წლისა გრიგორი მოროზოვს გაჰყვა ცოლად. 1945 წლის მაისში გაუჩნდათ მათ ვაჟი იოსები.

სვეტლანა ალილუევა
მაგრამ სტალინმა მაინც დააშორა ქალიშვილი სიძესთან და აიძულა, გაჰყოლოდა ცეკას მდივნის ვაჟს იური ჟდანოვს. 1950 წელს წყვილს გაუჩნდა შვილი ეკატერინე. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. სვეტა მაშინვე გაეყარა ქმარს, 13 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა. “იქ გაიცნო მამაჩემი, არქიტექტორი უილიამ პიტერსი. 1970 წელს იქორწინეს და სამ წელიწადში მე დავიბადე. ოლგა დამარქვეს, მაგრამ არასდროს მომწონდა ეს სახელი და მერე შევიცვალე”, – ყველა კრისი.
წყარო: მშობლები
კომენტარის დატოვება