BBCNEWS.GE



პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

Posted by

-

image

ჩვენს დროში კომუნალური გადასახადების დაფარვა ბევრი ოჯახის ბიუჯეტს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. ამასთან, ხარჯების უმეტესი წილი ელექტროენერგიაზე მოდის. შეიძლება თუ არა ელექტროენერგიის დანახარჯის შემცირება ისე, რომ მნიშვნელოვნად არ შევიზღუდოთ თავი და ოჯახის თითოეულ წევრს უკან არ ვსდიოთ ნათურების გამორთვის მოთხოვნით? როგორც აღმოჩნდა, შეიძლება და ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

როგორ შევამციროთ ელექტროენერგიის დანახარჯები?

ტელევიზორი

image

ყველაზე მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას თანამედროვე პლაზმური და LCD ტელევიზრები მოიხმარს. იგივე ეხება კომპიუტერის მონიტორებსაც. თუ 17 დიუიმიან კინესკოპურ ტელევიზორს ჩართულს დავტოვებთ, იგი 190კვტ/სთ. ენერგიას დაწვავს. ახალი მოდელის ტელევიზორები კი აღჭურვილია ეკონომიის რეჟიმით, რომელიც წელიწადში130-135 კვტ/სთ ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
კომპიუტერი

image

თანამედროვე კომპიუტერების მოდელებს გააჩნიათ ეკონომიის რეჟიმი, რომელიც შეიძლება ხელით ჩავრთოთ, ან ავტომატურად გააქტიურდეს. ამ პროცედურის შემდეგ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 50%-მდე უნდა შემცირდეს.

მტვერსასრუტი

image

ელექტროენერგიის ეკონომია ამ ხელსაწყოსაც შეუძლია. ამგვარი ეფექტის მისაღებად საკმარისია დროულად გავწმინდოთ მტვრის ტომარა და გამოვცვალოთ ჰაერის გამწმენდრი ფილტრები.

მობილური ტელეფონი

image

ყველამ არ იცის, რომ დენის წყაროში დატოვებული დამტენი ენერგიას მოიხმარს ტელეფონის გამორთვის შემდეგაც კი. იმ შემთხვევაში თუ დამტენი გამუდმებით რჩება როზეტში შეერთებული, მოხმარებული ენერგიის 95% იკარგება.

ელექტროღუმელი

image

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ შეესაბამება ელექტროღუმლის კომფორების ზომას, დახარჯული ენერგიის 10% იკარგება. ენერგეტიკული რესურსების ხარისხიანი მოხმარებისთვის საჭიროა ქვაბების, ჩაიდნებისა თუ ტაფების სწორი შერჩევა – მათი ძირის დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს გაცხელებადი ზედაპირის დიამეტრს. ასევე უმჯობესია, საჭმლის მომზადების დროს ქვაბს თავსახური დავახუროთ – ეს ენერგიის 20%-ს დაზოგავს.

სარეცხი მანქანა

image

სარეცხი მანქანა ზედმეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ორ შემთხვევაში: ჩატვირთული სარეცხის ნორმის გადაჭარბების ან პირიქით, არასრული ჩატვირთვის დროს. პირველ შემთხვევაში, ენერგიის გადამეტება შეადგენს 10-15%-ს, მეორე შემთხვევაში კი – იზრდება 30%-მდე.

მაცივარი

image

მაცივარი მოთავსებული უნდა იყოს გრილ ადგილზე, იმ მოწყობილობებისგან მოშორებით, რომლებიც სითბოს გამოყოფს. თუ შენობის შიგნით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 100%-ით იზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *