პეკინურ კომბოსტოს ხშირად იყნებენ ბოსტნეულის სალათებში და ამავე დროს ხორცის სალათებში, რათა მან საკვებს შესძინოს ახალი, განსხვავებული გემო. მისი მოსავლიანობის პერიოდში იგი დიასახლისების ფავორიტი ხდება და მისით ძალიან ბევრი ადამიანი იკვებება.

პეკინური კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის საჭიროა და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. მაგრამ ხშირად ბაზრობაზე გხვდება უხარისხო კომბოსტოები, მაგრამ არის უარესი შემთხვევებიც, როდესაც არაკეთილსინდისიერი გამყიდვლები უნამუსოდ გვატყუებენ. და თუ სწორად არ შევამოწმეთ მისი ფოთლები, ჩვენ შესაძლოა მივიღოთ უგემოვნო, წყლიანი და უხარისხო საკვები ბოსტნეული.
როგორ ავარჩიოთ ნორმალური, საკვებად გამოსადეგი კომბოსტო?
1. ის აუცილებლად უნდა შეიძინოთ სპეციალური შეფუთვის გარეშე, რომელ შეფუთვასაც ხშირად მაღაზიები გვთავაზობენ, დაიმახსოვრეთ ასეთ შეფუთვაში უხარისხო კომბოსტო ხშირად გვხვდება.
2. ფოთლები უნდა იყოს მშრალი! კომბოსტოს, რომელსაც ხშირად გამყიდვლები წყალს ასხურებენ, იგი კარგავს საკუთარ ბუნებრივ ვიტამინებს და ხშირად გამოუსადეგარი ხდება.
3. არ ღირს დამპალი ფოთლების მქონე კომბოსტოს ყიდვა, ეს ინფორმაცია ისედაც ყველასთვის ცნობილია.
4. არ გამოგადგებათ ასევე დიდი ზომის ყვითელი კომბოსტო, რადგან ამ შემთხვევაში ის უკვე გადამწიფებულია და არ გამოდგება საკვებად..
5. თუ კომბოსტოს შემაჩნევთ უჩვეულო ქიმიურ სუნს აუცილებლად მოიცილეთ თავიდან და კარგად გაამახვილეთ ყურადღება ამ ფაქტზე.
კომენტარის დატოვება