30 წლის ბრიტანელი ქალი აცხადებს, რომ 28 დღეში ზედიზედ 2-ჯერ დაორსულდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სოფი სმოლის თქმით, გაოცებული დარჩა, როდესაც ექიმმა უთხრა, რომ ის ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მეორეზე 4 კვირით პატარა იყო.
სამედიცინო სფეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევა სუპერფეტაციას უკავშირდება. სუპერფეტაციის დროს მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ფეხმძიმობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ხდება. ამის შედეგად კი საშვილოსნოში სხვადასხვა ასაკის 2 ნაყოფი ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამ დრომდე მსოფლიო მასშტაბით სუპერფეტაციის სულ 14 შემთხვევა ფიქსირდება.
სოფი სმოლი დღეს ტყუპები ჰყავს. როგორც ის ამბობს, ძალიან იღბლიანი და ბედნიერი დედაა.
კომენტარის დატოვება