BBCNEWS.GE



ქალიშვილის მკვლელობისთვის მშობლებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სიმართლე კი მხოლოდ 14 წლის შემდეგ გაირკვა

Posted by

-

2000 წლის 20 მაისს არგენტინის სამხრეთით მდებარე წყნარი ქალაქი რუფინო, დაუჯერებელმა ამბავმა შეძრა. სასწრაფო დახმარების მანქანა კარლოს ფრატიჩელის სახლში მივიდა. მათ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს…

გრასიელა დიზერი დილით ქალიშვილის საძინებელში შევიდა, რომ საუზმისთვის გაეღვიძებინა, თუმცა გოგონას სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა. მაჯაზე აბრეშუმის ცხვირსახოცები ჰქონდა მოჭერილი, თავზე კი პოლიეთილენის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული. ქალი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მის ყვირილზე მეუღლეც მივიდა, გოგონა ჯერ კიდევ თბილი იყო და ფიქრობდნენ, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ. ამიტომ, სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ფაქტი საკმაოდ უცნაური იყო. როგორ გაგუდეს გოგონას სახლში, სადაც ოჯახის ყველა წევრი იყო?

1-1670495237.jpg

მისი სხეულის გაკვეთამ აჩვენა, რომ გოგონა დიდი რაოდენობით ანტიდეპრესანტებს იღებდა. ესეც უცნაური ფაქტი იყო, რადგან მათ ოჯახში მსგავსი ტიპის მედიკამენტებს არავინ იყენებდა.

ნატალია კარლოს ფრატიჩელისა და გრასიელა დიზერის საერთო შვილი იყო. ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მაგრამ 15 წლის შემდეგ მათი ურთიერთობა იმდენად გაცივდა, რომ ერთმანეთთან ვერანაირ საერთოდ ვეღარ პოულობდნენ. თუმცა, კარლოსი მოსამართლე იყო და განქორწინებას არ ჩქარობდა. ეს მისი კარიერისთვის ცუდი შტრიხი იქნებოდა.

მკვლელობის წინა დღეს ნატალია მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სახლში 19:00 საათისთვის დაბრუნდა. გოგონას დედამ პოლიციას უთხრა, რომ მან და მისმა ქალიშვილმა მთელი საღამო ტელევიზორის ყურებაში გაატარეს, თორმეტ საათზე კი იგი დასაძინებლად წავიდა.

3-1670495251.jpg

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ოჯახის უფროსი, კარლოსი თავის მეგობარ ქალთან ერთად იყო და სასტუმროდან სახლში ღამის 2 საათზე დაბრუნდა. ექსპერტიზის დასკვნით კი ნატალია დაახლოებით დილის 4 საათზე გარდაიცვალა. მშობლებმა მომხდარი ვერ ახსნეს. კარლოსმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, მისი პროფესიიდან გამომდინარე, რომელიმე განაწყენებულმა ადამიანმა მკვლელი დაიქირავა, მათ სახლში შეპარვა შეძლო და გოგონა გაგუდა. განიხილებოდა ყაჩაღობის ვერსიაც, ნატალიას ყულაბა ცარიელი დახვდათ. მაგრამ, სხვა ყველაფერი ადგილზე იყო.

ძალიან მალე პოლიცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მკვლელი ოჯახის წევრი იყო. ნატალიას ეპილეფსიის ძალიან მძიმე ფორმა ჰქონდა. ცოლ-ქმარი ერთად მხოლოდ ფორმალურად იყო. გრასიელას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და მასაც თავისი ცხოვრება ჰქონდა. არც კარლოსი იღებდა შვილზე რაიმე ვალდებულებას. ამიტომაც, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ორივე მხარისთვის შვილის მოკვლა ხელსაყრელი იყო, რათა თავიანთი პირადი ცხოვრებისთვის მიეხედათ.

კითხვის გაგრძელება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *