BBCNEWS.GE



ამ ბიჭუნას მშობლებს აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, მაგრამ დედამ ვერ გაიმეტა…

Posted by

-

ბავშვი, რომელიც თავის ქალის გარეშე დაიბადა, ერთი წლის გახდა ეს ერთი წლის ბიჭუნა მედიცინის სამყაროს ნამდვილ გამოცანად იქცა. ჯექსონ ემეტ ბუელზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ – ბიჭუნაზე, რომელიც თავის ქალის გარეშე დაიბადა და რომელსაც ექიმები მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, ისიც – საუკეთესო შემთხვევაში. მათი ვარაუდით, ნაყოფი ორსულობის ბოლომდეც კი ვერ მიაღწევდა.

ჯექსონის მშობლებს ჯერ კიდევ ბრიტანის ფეხმძიმობის დროს უთხრეს, რომ მათ შვილს ტვინის სერიოზული დეფექტი ჰქონდა. ამის მიუხედავად, დედას, ბრიტანი ბუელს, მის გაჩენაზე უარი არ უთქვამს. ჯექსონის დიაგნოზი ანენცეფალიაა – ნერვული მილის თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც ბავშვს ტვინის გარკვეული უბნები და თავის ქალა არ გააჩნია.

აშშ-ში ყოველი 4859-ე ბავშვი ამ დიაგნოზით იბადება და გაჩენისთანავე იღუპება.

mshoblebi

ჯექსონის 30 წლის მამა, ბრენდონი იხსენებს: “მე-17 კვირაზე ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს გავიგეთ, რომ ბიჭი იყო. ამის შემდეგ ექიმმა თავის დათვალიერება დაიწყო და შევატყვეთ, რომ შეშფოთდა. ბრიტანი განმეორებით კვლევაზე დაიბარეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ერთდროულად რამდენიმე პრობლემა ჰქონდა”.

ექიმებმა წყვილს ორსულობის შეწყვეტა მოსთხოვეს, თუმცა თანხმობა არ მიიუღიათ. ცოლ-ქმარმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა.

“აბორტი რომ გამეკეთებინა, ვერასოდეს ვნახავდი ჩემს ჯექსონს. იმედი მქონდა, იქნებ იცოცხლოს-მეთქი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისთვის სიცოცხლის შანსი მიგვეცა” – ამბობს ჯექსონის დედა.

mshoblebi

ექიმების გასაოცრად, ჯექსონმა ორსულობის ბოლომდე იცოცხლა და ქვეყანას საკეისრო კვეთით მოევლინა.

მან დაბადებიდან 3 კვირა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. მას შემდეგ კი მშობლებთანაა. წყვილი ამ დრომდე უმკლავდება პრობლემებს და სიყვარულს არ აკლებს პატარას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *