ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნაცისტის სპეციფიკური ხასიათი არა მხოლოდ ენითაღუწერელ ძალადობასა და სისასტიკეს, არამედ მთელი ერების კონტროლისა და მართვის თავისებურ იდეებს ეფუძნებოდა. ფიურერთან დაახლოვებულმა პირებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ მას სხვების დათრგუნვა ისევე უყვარდა, როგორც ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის ხილვა. ჰიტლერი ამას “ჯანმრთელი” პიროვნების ჩამოყალიბების განუყოფელ ნაწილად თვლიდა. ფიურერს თავისი გაუკუღმართებული აზროვნების ცალკეული მომენტების რეალიზება მხოლოდ რჩეულისა და მეუღლის გარემოცვაში შეეძლო.
ევა ბრაუნი ჰიტლერის ცხოვრებაში იყო ყველაზე ცნობილი, თუმცა არა ერთადერთი ქალი. მათი გაცნობა ურთიერთობით არ უნდა დასრულებულიყო, ვინაიდან მათ შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ევა ძალიან ახალგაზრდა და უმწიკვლო გახლდათ, ჰიტლერთან პირველი შეხვედრის დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.
ის ფოტო სტუდიაში მუშაობდა და სამომავლოდ გარკვეულ გეგმებსაც კი სახავდა, თუმცა 40 წლის ფიურერისთვის, რომელიც მასთან სამსახურში რეგულარულად მიდიოდა და მის მიმართ გარკვეული ყურადღების ნიშნებსაც ავლენდა ევამ უარის თქმა ვერ შეძლო. ეს არა მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ჰიტლერს უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა, არა, ევა უბრალოდ მისი საქციელით მოიხიბლა. ახალგაზრდა გოგონების უმრავლესობას როგორც წესი, მათ მიმართ ზრდასრული მამაკაცების მიერ გამოჩენილი ყურადღება განსაკუთრებით სიამოვნებთ, ჰოდა არც ბრაუნი იქცა გამონაკლისად.

ჰიტლერმა თავისი მოკრძალებული და თავაზიანი ქცევით ასევე მსახიობი რენატა მიულერიც მოხიბლა. უცნობია ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, თუმცა ფაქტია რომ მათ შორის გარკვეული ურთიერთობა არსებობდა, მაგრამ ზუსტად როგორი – უცნობია, ვინაიდან ადოლფ ჰიტლერს არასტაბილური ფსიქიკა ჰქონდა, მას ურთიერთობისგან ფიზიკური სიამოვნების მიღების ნაცვლად უფრო დამამცირებელი “აქტები” უყვარდა. ძალიან ხშირად ის “მსხვერპლის” როლში ყოფნას ამჯობინებდა.

კომენტარის დატოვება