BBCNEWS.GE



“რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა… მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და…” – უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე

Posted by

-

“რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა” – ეს არის ფრაზა სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ჰყვება, ლეგენდარულ ვერიკოსა და მიხეილს, როგორ სურდათ ქალიშვილისთვის ორი სხვადასხვა სახელის დარქმევა.

სოფიკო ჭიაურელი: –  ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი – სოფიას დარქმევა სურდა.

საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით – სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია – ეს სიბრძნეა.

21 მაისს სოფიკო ჭიაურელი 86 წლის გახდებოდა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *