BBCNEWS.GE



რა დაემართა ქირურგს, რომლის ფოტომაც მთელი ინტერნეტი მოიცვა – დააკვირდით!

Posted by

-

image

დღევანდელი საზოგადობის მხრიდან ჯანდაცვის სფეროს მიმართ უნდობლობა განსაკუთრებით თვალშისაცემია და ამის მიზეზი მედიკოსების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმია. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ყველაზე არ ითქმის.
ვერც ერთი ადამიანი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ექიმის პროფესია ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე!) რთულია. ქირურგის შემთხვევაში კი გონებრივ მუშაობას ხშირად ფიზიკური დაღლილობაც ემატება. ქვემოთ სწორედ ერთ-ერთ ქირურგზე ვისაუბრებთ, რომლის სურათი ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა და სოციალურ მედიაში ელვის სისწრაფით ზიარდება.

image

სურათზე აღბეჭდილია ჩინელი ქირურგი, ლო ჰენგი, რომელსაც იატაკზე სძინავს. მან 28 საათის მანძილზე გადაბმულად 5 ოპერაცია ჩაატარა: ღამით ორი გადაუდებელი, დილით კი სამი დაგეგმილი.

image

საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ქირურგმა საოპერაციოში 28 საათი გაატარა, ნაცვლად კუთვნილი 14 საათისა. ბოლოს, ძალები გამოეცალა, იატაკზე დავარდა და მყისიერად ჩაეძინა. ფოტო ლო ჰენგის თანამშრომელმა გადაიღო.

image

სულ რაღაც ორ საათში ფოტო გასცდა ჩინური სოციალური ქსელების საზღვრებს და მთელ ინტერნეტში პოპულარული გახდა. გაღვიძებული ლო ჰენგი უკვე ცნობილი ადამიანი იყო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამადლობელ წერილები მოსდიოდა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *