BBCNEWS.GE



„იჯდა ნახევარ საათს ასე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…“ – სოფიკო ჭიაურელის აქამდე უცნობი ისტორია

Posted by

-

სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა – ოთარი და რამაზი.

სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სოფიკო ჭიაურელსა და მომღერალ ანჟელიკა ვარუმთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიას იხსენებს:

„ერთხელ, მახსოვს, კორპორატიულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო… საქართველოს ომამდე… ჯერ არ იყო ასე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან (რამდენიმე თვეში მოხდა ომი).

რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ჰქონდა და გვთხოვა, პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა.

გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე. თვითონ იყიდა ყვავილები. მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარ საათს ასე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…

როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა, არაო, არც არასდროს შევხვედრივარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო…

თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს, გულში როგორ ვამაყობდი”, – იხსენებს სტეფანე მღებრიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *