BBCNEWS.GE



არასოდეს გამოიყენოთ ამ ორი ფერის თეთრეული – მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

Posted by

-

image

ერთ ტონში გადაწყვეტილი, თვალშისაცემი, განსაკუთრებით შავი და წითელი ფერის თეთრეული ხელსაყრელად ცვლის ნებისმიერი საძინებლის ინტერიერს. კონტრასტული ფერის ზეწრების ურთიერთშენაცვლება ყოველ ჯერზე განახლებულ ელფერს სძენს ოთახს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ამ ფერის – შავი და წითელი თეთრეულისგან უნდა შევიკავოთ თავი. ეს სულაც არ არის ფენშოუს მორიგი რჩევა. საქმე ეხება მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტს, რომელზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

image

ფლორიდის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერების უკანასკნელი კვლევების მიხედვით, წითელ და შავ ფერთა გამას უპირატესობას ვანიჭებთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ… ბაღლინჯოებიც! ამ უკანასკნელთა ქცევა შესწავლილი იქნა პეტრას ფინჯანის გამოყენებით. მასში მოათავსეს აღნიშნული მწერების მცირე ზომის პოპულაცია და გარკვეული პერიოდულობით ასევე ათავსებდნენ ნათელი პოპულარული ფერების ქსოვილების ფრაგმენტებს.

image

აღმოჩნდა, რომ სწორედ წითელსა და შავ ფერზე რეაგირებდნენ ბაღლინჯოები განსაკუთრებით აქტიურად. ნაწილობრივ, წითელი ფერის მომხიბვლელობა ჯერ-ჯერობით იხსნება იმით, რომ იგი გარეგნულად თავად მწერების შეფერილობას ჩამოჰგავს – შესაძლოა ბაღლინჯოები წითელი ფერის ქსოვილს “თავისიანების” ჯგუფად იღებდნენ.

image

მეორე მხრივ, არის ფერები, რომლებიც ბაღლინჯოებს ნაკლებად ხიბლავთ. მათ მიეკუთვნება ყვითელი და მწვანე ფერთა გამები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *