}
“ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცი პირველად დუმილს არღვევს » BBCNEWS.GE
საზოგადოება
21:44, 02 February 2023
844
0

“ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცი პირველად დუმილს არღვევს

37 წლის გარი შაჰბაზიანს, “ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პატიმრობისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, როს გამოც მას ცხვირის ოპერაცია დასჭირდა – როგორც ყოფილი პატიმარი აცხადებს, “ვივა მედში” მას ცხვირი მოაჭრეს.

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:

გარი შაჰბაზიანი: – 2016 წელს წვრილმანი ხულიგნობისთვის გამასამართლეს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სასჯელს ვიხდიდი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. დაპატიმრებიდან სულ მალე ცხვირში პოლიპები აღმომაჩნდა და სისხლდენა დამეწყო. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს და ქირურქმა მალხაზ გაგვიშვილმა გამიკეთა ოპერაცია, რომლის შედეგად ცხვირმა დაიწყო დეფორმირება, რადგან ვაიქურურგმა ხრტილი გამიხვრიტა. პატიმრობის ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წელს, ავარიის შედეგად გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის გამო, მეორედ აღმოვჩნდი ციხეში. ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო დამიმძიმდა. დახმარებისთვის მივმართე გლდანის მერვე დაწესებულების ექიმს ნანა მაღრაძეს და ისევ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ მალხაზ გაგვიშვილთან წამიყვანეს, ვინც გამიკეთა პირველი ოპერაცია. მას ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ვკითხე, რამ გამოიწვია ოპერაციის შემდეგ ცხვირის დეფორმაცია- ეთქი? არ ვიციო, მიპასუხა. გავბრაზდი, რას ჰქვია, არ იცი, თუ არ იცოდი, რატომ გამიკეთე ოპერაცია-მეთქი? პლასტიკური ქირურგიაა საჭიროო, მითხრა და ასე დავშორდით. ჩემი მდგომარეობა დღითი-დღე უფრო და უფრო უარესდებოდა. ცხვირმა საერთოდ დაკარგა ფორმა. ისევ მოვითხოვე ექიმთან წაყვანა. მიმიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. ერთ-ერთმა ექიმმა განმიცხადა, ტურბოპლასტიკა უნდა გაკეთდესო. ეს რა არის, ამიხსენით-მეთქი. ეს არის სასუნთქი გზების გახსნაო. მე მაგისთვის არ მოვსულვარ, მე მოვედი დეფორმირებული ცხვირის გამოსასწორებლად-მეთქი. დეპარტამენტმა შენ ამ პროფილით გამოგიშვაო. მე არ ვარ თქვენი პაციენტი-მეთქი, ვუპასუხე. ექიმმა მითხრა, მე რომ ოპერაცია გაგიკეთოთ, მაინც დაგჭირდებათ მეორე პლასტიკური ქირურგიაო. ამის მოსმენის შემდეგ იქვე დავწერე განცხადება: უარს ვაცხადებ ტურბოპლასტიკაზე, მე მესაჭიროება რინოპლასტიკა, რაც ნიშნავს დეფორმირებული ცხვირის გასწორებას-მეთქი. მითხრეს, რინოპლასტიკას აქ ვერ გაგიკეთებთო. ე.ი. სულ სხვა პროფილით მიმიყვანეს. დავტოვე ღუდუშაურის კლინიკა და დავბრუნდი ციხეში, მაგრამ ციხის ადმინისტრაციასთან მომივიდა კამათი. იქ ნაცების დროსაც რომ მუშაობდა, ისეთი კაცია სოციალურის უფროსი, როინ დეკანოიძე. მასთან დავის შემდეგ დაბორკილი წამიყვანეს გლდანის ციხიდან ბათუმის ციხეში.


– ბათუმის ციხეში რატომ გადაგიყვანეს?


– არ ვიცი, განსაკუთრებული რისკი რატომ მომისაჯეს. ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ დეფორმირებული ცხვირის გასწორებას ვითხოვდი. ჩემი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ წამიყვანეს ბათუმის კლინიკაში, რომელსაც „ირისის ჯანმრთელობის ცენტრს“ ეძახიან, სპეციალისტთან რაულ ხინკალაძესთან. იმანაც მითხრა, პლასტიკური ქირურგია გჭირდებათო. დავბრუნდი ბათუმის ციხეში და ერთი კვირის შემდეგ წამიყვანეს თბილისში, “ვივამედის“ კლინიკაში. რა ვიცოდი, წინ კიდევ უფრო დიდი განსაცდელი რომ მელოდა. „ვივამედის“ ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციამდე ქრონოლოგიურად ვუამბე, რა საშინელებებიც გავიარე. ვაჩვენე ყველა დოკუმენტი. ავუხსენი, რომ მჭირდებოდა პლასტიკური ქირურგია, რათა საქმის კურსში ყოფილიყო, მაგრამ რაც მანამდე დანარჩენმა ექიმებმა დამაკლეს, ნინო ბეგიაშვილმა სულ მთლად მომითავა. ჩემი ცხვირის ერთი ნესტო დასავლეთით იყო, მეორე კი აღმოსავლეთისკენ იყურებოდა. ხრტილი შიგნით ჩავარდა. ცხვირიდან ჩირქი მდიოდა და დანეკროზება დაიწყო. – ამაზე რა თქვა ექიმმა ბეგიაშვილმა? – რას იტყოდა? ჯალათები არიან. სხვა შეფასება არ შემიძლია. ასეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ისევ ბათუმის ციხეში, იმხელა გზაზე, წამიყვანეს. ახლა ცხვირის დეფორმირებას დაემატა სასუნთქი გზების გადაკეტვაც. როგორც გავიგე, კლინიკა „ვივამედს“ ადრე „ლანცეტი“ ერქვა. მხოლოდ სახელი შეუცვალეს, თორემ „ლანცეტში“ ანალოგიური რამ ხდებოდა თურმე, პაციენტებს ამწარებდნენ იქ მომუშავე ექიმები. ბათუმის ციხეში მუშაობს ექიმი ნანა ჯიჯოევა, რომელიც, როგორც შევიტყვე, ნაცების დროს ქალთა ციხეში სისასტიკით გამოირჩეოდა და ცნობილია, როგორც ჯალათი ექიმი. როცა მას მივმართე დახმარებისთვის, მითხრა, ისევ „ვივამედში“ გადაგიყვანთო. რატომ „ვივამედში“, იქ დამღუპეს და ისევ იქ მიგყავართ-მეთქი? ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, სადაც გაგიკეთეს ოპერაცია, ისევ იქ უნდა მიგიყვანოთო. ვერაფერს იზამ. პატიმარი ხარ, დაუცველი და უმწეო. პატიმარი სააკაშვილი სამეფო მანქანით გადაადგილდება, მე კი თბილისიდან ბათუმში ისეთი დანჯღრეული მანქანით დამატარებდნენ, გვერდები არ მივარგა. სამშობლოს მოღალატეს და ხალხის მტერს თან ჰყვებიან, ყველა მის კაპრიზს ასრულებენ. ყველა ამერიკელი და ევროპელი დეპუტატი ექომაგება. თუ სამართლიანები არიან, მე გამომექომაგონ. უკვე იძულებული ვარ, ევროპის სასამართლოში ფეხით ჩავიდე.


– „ვივამედში“ ისევ იმ ექიმთან მიგიყვანეს?


– დიახ, შეშინებული დამხვდა. საერთოდ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ვივამედში“ 2021 წელს სამი ოპერაცია გამიკეთდა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ტკივილის გასაყუჩებლად მორფი რომ გაეკეთებიინათ, ესეც კი არ მეკუთვნოდა თურმე და რაღაც ტკივილგამაყუჩებელს მაძლევდნენ.


– რატომ? – „აწყობილმა თოჯინამ“, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ, ამ კლინიკის დირექტორმა, განაცხადა, ეს მორფინისტია და არ შეიძლება მორფის გაკეთებაო. არადა, არასდროს არ მქონია შეხება ნარკოტიკთან. ნარკომანები თავის სახლში მოიკითხოს. „პლანიც“ კი არ გამისინჯავს… მახსოვს, როცა მეორე ოპერაცია გამიკეთა ნინო ბეგიაშვილმა, არც ამომასუნთეს ნარკოზიდან გამოსული ადამიანი და ორ საათში ბათუმში დამაბრუნეს. რატომ მაბრუნებთ ასე სწრაფად, კარგად არ ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, ეს დეპარტამენტის ბრძანება არისო, მითხრეს. დამაბრუნეს ბათუმის ციხეში, სადაც ორი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ ჩირქი მდიოდა. აგერ მაქვს ყველა საბუთი, სადაც ყველაფერი წერია. ორი კვირის შემდეგ ციხის ექიმთან ნანა ჯიჯოევასთან მიმიყვანეს, მაგრამ, როგორც წესი, რომც კვდებოდე, ჯიჯოევა გეტყვის, არაფერი გჭირსო. ძალიან ცუდად ვიყავი. ციხის ადმინისტრაციას მივმართე და ისევ „ვივამედის“ ყასაბ ექიმთან ნინო ბეგიაშვილთან მიმიყვანეს. სასწრაფოდ გამიკეთეს ნარკოზი და მესამედ ამ ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი. მე ხომ ვერაფერს ვხედავდი. ეს რომ ასეა, ჩემი ფოტოებიდანაც დაინახავთ. ცხვირმოჭრილი დამაბრუნეს ბათუმში. მოვითხოვე ექსპერტიზა. მივმართე მაშინდელ სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას. მოვიდა, გადამიღეს ფოტოები, რომ ქირურგიული ჩარევით მოხდა ცხვირის მოკვეთა. ამასობაში ფსიქიკა ბოლომდე დამერღვა და სასამართლო გადაწყვეტილებით ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდი. დავრჩი უცხვიროდ. სასჯელი დამიმთავრდა. ექვსი თვეა, რაც ციხიდან გამოვედი. ვარ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში. „ვივამედის“ კლინიკა მპირდებოდა, გამოვასწორებთ შეცდომას და გაგიკეთებთ ოპერაციასო, მაგრამ ამაოდ. ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა მომწერა, კლინიკამ დაგვიკიდაო.

წყარო : alia.ge

რუბრიკის სხვა მასალები:
შემზარავი ავარია  – დაშავებული 7 წლის ბავშვი
შემზარავი ავარია – დაშავებული 7 წლის ბავშვი
...
შემთხევა
69
0