შემთხევა
“აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი… მძიმე მდგომარეობაშია სამი გოგონაც…” – ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა
თბილისში, ლილოს დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგოს დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი… მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.
ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა.
გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი…”, – წერს გოგოს დეიდა სოციალურ ქსელში.
წყარო :
ყველაზე კითხვადი:
ახალგაზრდა მამაკაცი დაღუპული იპოვეს
ქართველი ქორეოგრაფი გარდაიცვალა - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება
ამ მცენარის ფოთლები ღვიძლის ვირუსული ინფექციებისთვის იდეალური წამალია
სიკვდილის წინ მონაზონმა ნინამ იწინასწარმეტყველა პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მომავალი
მამაკაცმა შვილს უბრალოდ ერთი ფოტო გადაუღო და ამით მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო
შესაძლოა დაგაინტერესოთ:

მძიმე ამბავი, ავარიას პოლოეთში, სავარაუდოდ, 3 ქართველი ემსხვერპლა

შანსი არ ჰქონდათ გადარჩენის… – ამწუთებში ცნობილი ხდება ვინ არიან პოლონეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

"საბა, თბილო და საყვარელო, ღმერთოო რატომ?!.. ხაშურში ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„გული მეგლიჯება, ჩემო სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე გოგო“ - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

“ადგილზე მოკლა მთვრალმა მძღოლმა და..” - ცოტახნის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა