მსოფლიო
ქალს კაცი მოუნდა შუა ღამისას და საბოლოოდ პარალიზებული დარჩა
44 წლის ბრიტანელი სოფი როჯერსი პარალიზებული დარჩა მას შემდეგ, რაც მოუხერხებლად დაახტა მძინარე ქმარს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Metro ავრცელებს.
ქალმა მოყვა შემდეგი ამბავი: ერთხელაც მოუნდა სექსი და საკუთარ ქმარს, გაი როჯერს(Guy Rodgers) რომელსაც ეძინა, დაუწყო ღლაბუცი და გაღვიძება, რა დროსაც თან საწოლზე ხტუნაობდა, რათა როგორმე გამოეფხიზლებინა მამაკაცი, მაგრამ ქმარი ხელით იშორებდა მას, რადგან სამუშაოზე დილით ადრე იყო წასასვლელი. ამის შემდეგ შემდეგ სოფიმ გადაწყვიტა საწოლის საკუთარ მონაკვეთზე დაბრუნება, ისკუპა, მაგრამ ააცილა და ლეიბის ნაცვლად იატაკზე დაენარცხა.
დილის 2:30 საათზე გაის გაეღვიძა, ტუალეტში მოუნდა გასვლა და დაინახა, რომ მისი ცოლი იატაკზე ეგდო. იგი დაეხმარა ქალს, დააწვინა საწოლზე და წყვილმა დაიძინა.
დილით სოფი გაუნძრევლად იწვა საწოლში. ”გავიღვიძე და გადაადგილება არ შემეძლო. იმდენად მტკიოდა. თითქოს ვიღაცამ გავარვარებული საჩხრეკელი დამადოო ”, -თქვა მან.
შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გააფრთხილეს ბრიტანელი ქალი, რომ ის ალბათ ვეღარასოდეს შეძლებდა სიარულს. აღმოჩნდა, რომ მას წარუმატებელი დაცემის შემდეგ დაუზიანდა ხერხემალი., რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დამბლა, უნარი გააკონტროლო შარდის ბუშტი და ნაწლავები და უფრო მეტიც-შესაძლოა ვეღარ შეძლოს დამოუკიდებლად ლაპარაკი და სუნთქვა.
ქალს ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ის ახლა ინვალიდის ეტლს იყენებს და შეუძლია მოკლე მანძილზე ხელჯოხებით გადაადგილება.
სხეულის ზედა ნაწილმა შეინარჩუნა მცირე მობილურობა - ბრიტანელი ქალი ხელებს ამოძრავებს, მაგრამ მძიმე საგნების აწევა არ შეუძლია.
”უწინდელივით აღარ ვარ - ტვინი იგივეა, მაგრამ თითქოსდა უცნაურ სხეულში გავიღვიძე. ის ცვლის ჩემს არსს. ჩემი თავდაჯერებულობა გაქრა და ახლა მე ვგლოვობ ჩემს მკვდარ სხეულს, ”-თქვა სოფიმ.
წყარო :
ყველაზე კითხვადი:
შემზარავი ავარია – დაშავებული 7 წლის ბავშვი
ახალგაზრდა მამაკაცი დაღუპული იპოვეს
ქართველი ქორეოგრაფი გარდაიცვალა - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება
ამ მცენარის ფოთლები ღვიძლის ვირუსული ინფექციებისთვის იდეალური წამალია
სიკვდილის წინ მონაზონმა ნინამ იწინასწარმეტყველა პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მომავალი
შესაძლოა დაგაინტერესოთ:

კაცი 8 ცოლით - "ჩემს საძინებელში ცოლები დადგენილი გრაფიკით შემოდიან"

კაცი 8 ცოლით - "ჩემს საძინებელში ცოლები დადგენილი გრაფიკით შემოდიან"

ქალი 16 წელი მალავდა,რომ კაცი იყო და მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა სიმართლე,როდესაც შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა

ფიზიკურად დიდმა ქალმა კაცი გააუპატიურა-საქმე სასამართლოში იხილება

საყვარელმა ქალს მკერდზე მოკიდა ხელი და სიკვდილისგან იხსნა