ცოლიან სპორტსმენს წამოსცდა, რომ გამარჯვება საყვარელს მიუძღვნა, შეცდომის გამოსწორება სცადა, უარესი დაემართა
პოპ-MMA მებრძოლმა, შოდმონ ნაზოკატოვმა გამარჯვება ოჯახს და საყვარელს მიუძღვნა. ამ განცხადებას განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს ის ფაქტი, რომ მებრძოლი ცოლიანია.
„საიუბილეო ბრძოლა მივუძღვენი დედას, მამას, ჩემს მეუღლეს, ჩემს გოგოს. ოჰ, ბოდიში, წაშალე. ”- უცებ გონს მოვიდა სპორტსმენი.
შეიძლება სპორტსმენს ეს იმიტომ მოუვიდა, რომ ჩხუბის შემდეგ ადრენალინი ისევ მოზღვავებული ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მებრძოლმა შეცდომის გამოსწორების ნაცვლად უფრო გააფუჭა საქმე.
კომენტარში ნაზოკატოვმა ისევ შეცდომით ჩაილაპარაკა და გამარჯვება ისევ საყვარელს მიუძღვნა.
„ბოდიშს ვუხდი ყველას იმის გამო, რაც ბოლოს შემთხვევით წამოვროშე“...
სპორტსმენი ცდილობდა დაუყოვნებლივ მოეგვარებინა პრობლემა, ოპერატორს შესთავაზა ვიდეოს წაშლაში ბრძოლიდან მიღებული ნახევარი ჰონორარი, თუმცა ოპერატორი არ დათანხმდა.