}
17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ,როდესაც მიხვდა,რომ სმს-ის ადრესატი შეეშალა » BBCNEWS.GE
მსოფლიო
21:17, 30 December 2022
10 310
0

17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ,როდესაც მიხვდა,რომ სმს-ის ადრესატი შეეშალა

17 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, როდესაც ადრესატი შეეშალა სმს-ის გაგზავნის დროს.გოგონას მესიჯი დაქალისთვის უნდა გაეგზავნა, მაგრამ სმს-ი მის შეყვარებულს მიუვიდა. საუბარია კოლეჯის სტუდენტზე, 17 წლის შარლოტა გაიზე(Charlotte Guy), რომელსაც სურდა თავის საიდუმლო დაქალისთვის გაენდო იმის შესახებ, რომ თავის ბოიფრენდს ღალატობდა, თუმცა გზავნილი მიუვიდა 20 წლის ჯეკ ჰარსტს(Jack Hurst), რომელთანაც გოგონას სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.


როდესაც მიხვდა გოგონა, რომ სმს-ი გაიგზავნა და შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იყო, შეყვარებულს მეორე წერილი მისწერა:"მშვიდობით და გთხოვ მაპატიო". უფრო მოგვიანებით შარლოტამ მეორე წერილი დაწერა:"მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ ვეღარ მიტან ჩემთვის აუტანელია." წერილის წაკითხვის შემდეგ ჰარსტმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა, გეოლოკაციის მეშვეობით მათ გოგონას ადგილსამყოფელი აღმოჩინეს.17 წლის შარლოტა ხეზე იყო ჩამოკიდებული უიგანში (დიდი მანჩესტერი)წმ. იოანეს სახელობის კოლეჯის მახლობლად.


როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინ გოგონამ ალკოჰოლი და ნარკოტიკები მიიღო, რომელიც მანამდე არასდროს მოუხმარია. "კოკაინის მოხმარებამ, რომელიც მას ადრე არასოდეს გაუსინჯავს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზეგავლენა მოახდინა"-აღნიშნა ალან უოლშმა, რომელიც გოგონას სიკვდილის გარემოებებს იძიებს.

წყარო :

რუბრიკის სხვა მასალები:
შემზარავი ავარია  – დაშავებული 7 წლის ბავშვი
შემზარავი ავარია – დაშავებული 7 წლის ბავშვი
...
შემთხევა
82
0